ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში “შალახო” იცეკვა (ვიდეო)

,,ეპატაჟი არის პოლიტიკის ნაწილი, ნებისმიერი გზით ვცდილობ, ყურადღება მივიქციო”, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელშვილმა გადაცემაში „სიკეთე მარტივია” განაცხადა და წამყვანთან ერთად ,,შალახო,, იცეკვა.
„მე მომწონს, როგორც მიცნობენ. დრო გადის, ჩემი მოსწავლეები იზრდებიან და მხვდებიან. ამ ამპლუაში მინდა, გავაგრძელო ცხოვრება. მასწავლებელი ვარ.
ეპატაჟი ჩემი ცხოვრების პოლიტიკური ნაწილია. ეპატაჟი არის ფულის სანაცვლოდ. მე შემიძლია, ფულით ვიყიდო ცნობადობა ან ეპატაჟით მოვიპოვო. მე მაქვს ჩემი მიზანი და ნებისმიერ ფასად ვაპირებ, რომ მივაღწიო. ამაში მე მჭირდება ცნობადობა, განსაკუთრებით – ზურას დაკარგვის მერე ეს უნდა აღვიდგინოთ. ძალიან პრაგმატული მიზნები მაქვს”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები