მადონა და ლედი გაგა შერიგდნენ (ფოტო)

ოსკარის 91-ე დაჯილდოების შემდგომი წვეულება ვარსკვლავებით დახუნძლული და გლამურობით აღსავსე იყო. მსახიობებმა, მომღერლებმა, მოდელებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა წვეულებაზე დრო შესანიშნავად გაატარეს. სასიამოვნო სიახლე მომღერლების ლედი გაგასა და მადონას თაყვანისმცემლებს – ორი პოპ დივა, როგორც ჩანს, შერიგდა. ამას მათი ერთობლივი, საკმაოდ თბილი ფოტო მოწმობს.
ლედი გაგასა და მადონას შორის დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო, როდესაც მადონამ გაგას ჰიტი “Born This Way” თავის 1989 წლის სიმღერას “Express Yourself”-ს შეადარა. მას შემდეგ მომღერლებმა ერთმანეთი არაერთხელ გააკრიტიკეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები