ბრაზილიის ჯუნგლებში მკვდარი ვეშაპი იპოვეს (ფოტო,ვიდეო)

ბრაზილიაში, კუნძულ მარაჟოს ჯუნგლებში მკვდარი კუზიანი ვეშაპი იპოვეს, მაგრამ როგორ მოხვდა ეს უზარმაზარი ძუძუმწოვარი იქ, უცნობი რჩება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “Bicho d’agua”-ს ინსტიტუტი ავრცელებს.
8 მეტრის სიგრძის ვეშაპი ჯუნგლებში უკვე მკვდარი იყო, როდესაც, შემთხვევით, იპოვეს. როგორც ცნობილია, ის ვეშაპის თითქმის 1 წლის შვილია.
მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა, რომელიც გამოძიებას ჩაატარებს და გაარკვევს, თუ როგორ მოხვდა ვეშაპი ჯუნგლებში, წყლიდან ასე შორს.

კომენტარები

სხვა სიახლეები