მადონა ახალ ალბომს გვიმზადებს – ვინ არის Madame X

მადონამ ახალი ალბომი დააანონსა. მისმა ნამუშევარმა სახელწოდება Madame X მიიღო.
ანონსთან ერთად, გამოვიდა იმ სიმღერის „თიზერი“, რომელიც ალბომში შევიდა.
ვიდეოში მადონა განმარტავს, რომ მადამ იქსი საიდუმლო აგენტია, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს. ის იცვლის გარეგნობას, იბრძვის თავისუფლებისთვის და, ასევე, სიბნელეს სინათლით უპირისპირდება. გარდა ამისა, მომღერალი გვეუბნება, რომ მადამ იქსი პროფესორია, მოცეკვავე, სახელმწიფოს მეთაური, მხედარი, დიასახლისი, სტუდენტი, დედა, პატიმარი, ბავშვი, მონაზონი, მომღერალი, მასწავლებელი, წმინდანი და ჯაშუში.
ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი უცნობია.
პოპდივას ბოლო ალბომი – Rebel Heart 2015 წელს გამოვიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები