კორტნი კარდაშიანმა აბაზანაში ინტიმური სურათები გადაიღო (ფოტო)

სანამ დანარჩენი კარდაშიანები ქლოეს დამშვიდებას ცდილობენ, რომელსაც ბოიფრენდმა უღალატა, 39 წლის კორტნი დროს არ კარგავს. მან თავისი ახალი საიტის „Poosh“-ის ანონსირება სრულიად შიშველმა გააკეთა.
ბიზნესვუმენმა ფოტოსესია აბაზანაში მოაწყო. ალბათ, სურდა ეჩვენებინა, რომ ჰიგიენური პროცედურებისა და თავისუფალ დროსაც არ ავიწყდება საქმე, შესაბამისად, მას ერთ ხელში ყავის ფინჯანი, ხოლო მეორე ხელში ლეპტოპი უჭირავს. ეს საგნები მისი მკერდის ყველაზე მიმზიდველ მონაკვეთებს ფარავს.
ასეთი რეკლამის შედეგად, კორტნი კარდაშიანის ახალ „ლაიფ სთაილ“ საიტს ერთ დღეში უკვე 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ეს არც არის გასაკვირი, თავად კარდაშიანს ხომ „ინსტაგრამზე“ გამომწერების მთელი არმია – 74 მილიონი ადამიანი ჰყავს. ბევრი მისი თაყვანისმცემლის აზრით, ის უმცროს დებს ბევრად სჯობია და მისი სხეული ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

კომენტარები

სხვა სიახლეები