სიგარეტის მწარმოებლები მწეველებს 17 მილიარდ დოლარს გადაუხდიან

კანადის პროვინცია კვებეკში, სიგარეტის სამ მსხვილ მწარმოებელს სასამართლომ დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის იმ ადამიანებისთვის გადახდა დააკისრა, რომლებიც მოწევისგან დაზარალდნენ. ამის შესახებ Reuters წერს.
სააპელაციო სასამართლომ კვებეკის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაახლოებით 100 ათასი მწეველის სარჩელთან დაკავშირებით ძალაში დატოვა. მოსარჩელეები სიგარეტის მწარმოებლებისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყოთ. კანადელების აზრით, ისინი არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებულები მოწევისგან გამოწვეული ზიანის შესახებ.
ყოველმა მოსარჩელემ შეიძლება 24-დან 100 ათას დოლარამდე მიიღოს. თანხა, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად გადანაწილდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები