კიმ კარდაშიანის პროვოკაციული ფოტო

კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ მორიგი შოკისმომგვრელი და პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მისი შთამბეჭდავი სხეულის დეტალების დათვალიერება მარტივად არის შესაძლებელი. კარდაშიანი თაყვანისმცემლების გახარებას და „ჰეითერების“ განრისხებას კვლავ განაგრძობს. „სელებრითმა“ფოტო გამოაქვეყნა, სადაც რუსი დიზაინერის იასია მინოჩკინას თამამ კაბაში პოზირებს.
თუმცა კარდაშიანისთვის ეს სითამამე ახალი არ არის. დეკემბრის დასაწყისში კანიე უესტის მეუღლემ თავისი კოსმეტიკური ბრენდისთვის მონაწილეობა ტოპლეს-ფოტოსესიაში მიიღო​. ვარსკლავმა „ცხელი“ კადრები გადასაღები მოედნიდან გამოაქვეყნა.
მედიის შეფასებით, წელს მისი სითამამე ახალ დონეზე „ავიდა“ – სამი შვილის დედამ სუნამო გამოუშვა, რომლის ფლაკონი მისი სხეულის ფორმებს იმეორებს. ასე რომ, ყველა მსურველს შეუძლია შეეხოს შიშველ ვარსკვლავს ისე, რომ „ჰარასმენტში“ არ დაადანაშაულონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები