დანგრეული ურთიერთობების მუზეუმი (ფოტოკოლაჟი)

ყველა სხვადსხვაგვარად ვუმკლავდებით წარსული სიყვარულის მოგონებებს. ქრება ურთიერთობა, მაშინ, როცა მარადიულია მოგონებები დაკარგული სიყვარულისა. შეუძლებელია, მარტივად გაუშვა და დაივიწყო. ამისთვის ყველა განსხვავებულ მეთოდებს ვიყენებთ, ზოგის უკვე კარგად აპრობირებულია, ზოგიც ფანტაზიას გასაქანს აძლევს და ახალ-ახალ ხერხებს იგონებს. ვიღაცისთვის უფრო მარტივია ყველა სამახსოვრო ნივთის ერთად მოგროვება, დიდ ყუთში ჩაყრა და საწოლის ქვეშ დამალვა, ვიღაც ყველა სურათს და ნივთს აგროვებს და ერთიანად წვავს, ვიღაც კი ცდილობს რაც შეიძლება დიდ ხანს შეინახოს წარსულის მოგონებები. ასეთი დრამები თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია და ვხვდებით, რომ მათ, ფარდობითად, დასასრული არ აქვს. ალბათ, სწორედ ეს აღმოჩნდა ინსპირაცია ოლინკა ვისტიკასა და დრაზენ გრუბიშიჩისთვის, რომლებმაც ხორვატიაში, კერძოდ კი, ზაგრებში დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი შექმნეს (Museum of Heartbroken Relationships).
“დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი” თერაპიული პროექტის სახით შეიქმნა. იდეა, პირველად, 2003 წელს გაუჩნდათ, სწორედ მაშინ, როდესაც 4-წლიანი ურთიერთობა დაასრულეს. თავდაპირველად, გართობის მიზნით მოაგროვეს პირადი ნივთები, რომლებიც თავიანთ გრძელვადიან ურთიერთობას უკავშირდებოდა. წლების შემდეგ ოლინკამ და დრაზენმა იდეა მეგობრებს გაუზიარეს და ნივთების შეგროვებაში დახმარება სთხოვეს. კოლექციაც უცბათ შეივსო და მზად იყო ფართო აუდიტორიისთვის. პირველი გამოფენა 2006 წელს მოეწყო.
არგენტინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, გერმანია, მაკედონია, ფილიპინები, სერბეთი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც უკვე ყოფილმა წყვილმა ნივთების გამოფენა მოაწყო და 4 წლის განმავლობაში 200 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ დროდადრო კოლექცია იზრდებოდა და ახალი ნივთები ემატებოდა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მოთავსებულიყო.
ოლინკამ და დრაზენმა დასახმარებლად ხორვატიის კულტურის სამინისტროს მიმართეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს. დაშორებულმა წყვილმა გადაწყვიტა, თავად შეექმნა შესაბამისი სივრცე და მუზეუმიც მოეწყო. საბოლოოდ, მუზეუმისთვის 300 კვ. მეტრი ფართის სივრცე დაეთმო და 2010 წელს ის ოფიციალურად გაიხსნა.
მუზეუმში სამი ტიპის ნივთებია წარმოდგენილი: მატერიალური – აერთიანებს ისეთ ნივთებს, როგორებიცაა ფოტოები, წერილები, მესიჯები და მითითებული აქვს შეხვედრებისა და ადგილების მონაცემები. ვირტუალური – რომელიც მოიცავს სურათებსა და დოკუმენტებს და მესამე, კონფესიური (აღმსარებლური) – რომელიც ხმებსა და მესიჯებს აერთიანებს.
დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმში გამოფენილი სიმბოლოები და ნივთები უამრავ სევდიან ისტორიას გვიყვებიან, რომელთაც რეალური გმირები ჰყავთ.
მუდმივად მზარდია მუზეუმი ახალი ნივთებითა და ახალი ისტორიებით. მსურველებისთვის იგი ერთგვარ გამოსავალს წარმოადგენს, გაუმკლავდნენ დაშორებით გამოწვეულ ტკივილს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მსგავსი მუზეუმი ანალოგიური კონცეფციით ლოს-ანჯელესშიც გაიხსნა.

Processed with VSCO with hb2 preset
Muzej prekinutih veza (Museum of Broken Relationships)
Muzej prekinutih veza: A love letter on shattered glass

კომენტარები

სხვა სიახლეები