კვიპროსს ევროვიზიაზე თამთა გოდუაძე წარადგენს (ვიდეო)

როგორც უკვე ცნობილი გახდა, კვიპროსის სახელით ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას მომღერალი თამთა გოდუაძე მიიღებს. კვიპროსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სიმღერის “თიზერი” . „რიფლეი“ (Replay), – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც 38 წლის ქართველი მომღერალი ევროვიზიის მაყურებლის წინაშე წარდგება.
სიმღერის ავტორი წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინოა.
საკონკურსო სიმღერის ოფიციალური პრემიერა 5 მარტს შედგება.

კომენტარები

სხვა სიახლეები