კაილი ჯენერმა მეუღლეს ღალატი აპატია

მარტის დასაწყისში, კარდაშიანების ოჯახი ახალ სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრევის სკოტი კაილი ჯენერის ღალატობდა. ამ სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რეპერმა “ინსტაგრამის” გვერდი გააუქმა, რაც, თაყვანისმცემლების აზრით, ღალატის დამადასტურებელი ნიშანი იყო. პორტალ TMZ-ს წყაროს ცნობით, სკოტმა პირადი გვერდი სწორედ იმის გამო გააუქმა, რომ კაილის ნდობა დაემსახურებინა და, ამავე დროს, წაეშალა წერილები, რომლებიც კეილიმ აღმოაჩინა. როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა, შედარებით, გამოსწორდა – გუშინ, პაპარაცებმა წყვილი ლოს ანჟელესში, რესტორან Sweet Chick-ში სადილობის დროს დააფიქსირეს – კაილი და ტრევისი ქალიშვილთან, შტორმისთან ერთად იმოფებოდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები