ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

2006 წლის 24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. ირაკლი ჩარკვიანი – ქართველი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში, “მეფის”ფსევდონიმით იყო ცნობილი. “მეფეს” გამოშვებული აქვს სოლო ალბომები, გარდაცვალების შემდეგ კი მისი ლექსების კრებულიც დაიბეჭდა.

ირაკლი ჩარკვიანი 45 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მოგვიანებით, შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში, მსგავსი სახით, გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული – “თეთრი ღმერთი”.
„კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა, დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე – ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა¬ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი?.. მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა,” – იხსენებს მუსიკოსის მამა, გელა ჩარკვიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები