ჯეჯელავა VS ხეჩიკაშვილი – მინისტრებმა მაგიდის ჩოგბურთში საჩვენებელი თამაში გამართეს (ვიდეო)

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სასკოლო ოლიმპიადა გაიხსნა.
ოლიმპიადის ფარგლებში ტურნირი სპორტის 12 სახეობაში ჩატარდება, რომელშიც სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთვება.
სასკოლო ოლიმპიადის მიზანი, მოზარდებში ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა, მისი ჩატარება კი ამ წელს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში იგეგმება.
ოლიმპიადის გახსნას ოლიმპიური კომიტეტის წევრები, სპორტსმენები, ასევე სპორტისა და განათლების მინისტრები დაესწრნენ, რომლებმაც გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ მაგიდის ჩოგბურთში საჩვენებელი თამაში გამართეს.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა განათლების მინისტრი ანგარიშით 11-5 დაამარცხა.
https://youtu.be/7TDXswRfDTI
წყარო:1tv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები