ვინ არის ქალი, რომელსაც ქმარი, შეყვარებული და ორი საყვარელი ჰყავს (ფოტოები)

ინგლისელი ქალი, მერი კრამპტონი ჩორლტონ-კამ-ხარდიდან, ქმართან და შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს და კიდევ 2 მამაკაცს ხვდება. მერი არ მალავს თავის ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიგამია დიდ ბრიტანეთში არ არის დაკანონებული.

44 წლის ქალს უნდა, იცოდნენ, რომ ასეც შეიძლება ცხოვრება.

მერიმ პოლიგამიის შესახებ ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში გაიგო, ბარში შემთხვევით შემხვედრისგან: “მე არასდროს მქონია შეხება სიტყვა “პოლიგამიასთან”. შოკში ვიყავი და მაინტერესებდა, თუ როგორ უმკლავდებოდა ამას ჩემი თანამოსაუბრე. ჩემთან ერთად ბარში ჩემი პარტნიორი იყო და ისიც დაინტერესდა ამ საკითხით. მაგრამ მაშინ არც ის და არც მე, არ განვიხილავდით პოლიგამიას, როგორც ჩვენი ცხოვრების წესს.”

2003 წელს მერიმ თავის პარტნიორს “ღია” ურთიერთობები შესთავაზა, ისეთი, როგორიცაა რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობები მესამე პირთან. მაშინ მერი მიხვდა, რომ პოლიგამია სწორად ის არის, რაც მას სურდა.

პირველ პოლიგამიურ პარტნიორთან მან მალევე შეწყვიტა ურთიერთობა.

2004 წელს მერი ტიმს შეხვდა და 2013 წელს მათ იქორწინეს.

2011 წელს მერიმ ჯონი გაიცნო. ის მერისთან და ტიმთან ერთად ცხოვრობს. მერი ძალიან წუხს, რომ ქორწინება ჯონთანაც არ შეუძლია, ვინაიდან დიდ ბრიტანეთში ეს ნებადართული არაა.

მერის კიდევ ორი პარტნიორი ჰყავს, მაიკლი და ჯეიმსი. ისინი მეზობლად ცხოვრობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები