სელენა გომესი Met gala-ზე ქართველი დიზაინერის კაბით წარსდგა (ფოტო)

ნიუ-იორკში გამართულ Met Gala 2018-ის ღონისძიებაზე, წელს სელენა გომესი ქართველი დიზაინერის – თეა ოთარაშვილის მიერ, ხელით შექმნილი ულამაზესი კაბით წარსდგა. თეა ცნობილი დიზაინერის სტიუარტ ვევერსის გუნდის წევრია, რომელიც Coach-ის კრეატიული დირექტორიც გახლავთ და როგორც აღმოჩნდა, სელენა გომესის კაბის შექმნაზე, სწორედ ქართველმა დიზაინერმა იმუშავა.

წელს ვარსკვლავებმა საკუთარი სამოსი ფესტივალის თემატიკიდან – Heavenly bodies: Fashion and the Catholic Imagination შეარჩიეს, სელენა გომესი ღონისძიებაზე თეთრ, სადა კაბაში წარსდგა. თეა ოთარაშვილი ერთი თვის განმავლობაში პირადად მუშაობდა ამ არაჩვეულებრივი კაბის შექმნაზე.

წყარო:http://www.okmagazine.ge

Mandatory Credit: Photo by Andrew H. Walker/REX/Shutterstock (9662977ej)
Selena Gomez
The Metropolitan Museum of Art’s Costume Institute Benefit celebrating the opening of Heavenly Bodies: Fashion and the Catholic Imagination, Arrivals, New York, USA – 07 May 2018

კომენტარები

სხვა სიახლეები