მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალმა მიუხედავად ექიმების სასიკვდილო განაჩენისა, მესამე შვილი გააჩინა (ფოტო)

36 წლის სტეისი ჰერალდი მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაა.
მანამ, სანამ მას ამ სადაო ტიტულს მიანიჭებდნენ, ის თავის მომავალ ქმარ უილს შეხვდა, რომელიც 2000 წელს სუპერმარკეტში გაიცნო, სადაც თავად მუშაობდა.

წყვილმა მალევე გადაწყვიტა, რომ სრულფასოვანი ოჯახი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ექიმებმა ქალს უჩვეულო ოსტექონდროზის გამო უთხრეს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ექიმმა წყვილი გააფრთხილა, რომ შესაძლოა სტეისი ვერ გაუმკლავდეს ორსულობას და შესაძლოა ბავშვის სიმაღლის გამო მისი ორგანოები დაზიანდეს.

ექიმების გაფრთხილებამ წყვილს ცდაში ხელი არ შეუშალა, 8 თვის მერე კი სტეისიმ გაიგო რომ ორსულადაა.

ექიმები მაინც სთხოვდნენს სტეისს შვილის გაჩენა გადაეფიქრებინა, ვინაიდან მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. ამის მიუხედავად, წყვილმა ორსულობის გაგრძელება გადაწყვიტა.

ორსულობამ და მშობიარობამ კარგად ჩაიარა, მაგრამ მშობლების გული მაინც გატეხილი დარჩა, მათ გოგონას დედისგან ოსტეოქონდროზი მემკვიდრეობით ერგოთ. ერთი წლის მერე სტეისი ისევ ორსულად დარჩა, ეს კი გაცილებით რთული იყო ვიდრე პირველი. მეორე შვილი მათ ჯანმრთელი ეყოლათ და მისი ტანის სიგრძე სტეისის სიმაღლის ნახევარს შეადგენდა, 45 სმ. მეორე გოგონას მერე წყვილი არ იყო დარწმუნებული სურდათ თუ არა მესამეს გაჩენა, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს და მათ უკვე მალაკაი ეყოლათ. ასეთი სიმაღლის ადამიანების შვილები ხშირად ხელ-ფეხის მოტეხილობით იბადებიან, მაგრამ პატარა ჯანმრთელი გაჩნდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები