ვინ არის გოგონა, რომელიც ამ სამყაროსთვის „ზედმეტად ლამაზია“ (ფოტო)

ნიგერიაში მცხოვრები 5 წლის გოგონას ფოტოებმა მსოფლიოში ფურორი მოახდინა. დასავლური მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები ერთხმად წერენ, რომ პატარა ჯეირის სილამაზე შოკის მომგვრელია, ის ანგელოზს ჰგავს და არამიწიერად მშვენიერია.
ჯეირის ფოტოები ნიგერიელმა ფოტოგრაფმა მოფე ბამაივამ გადაიღო. გოგონას ორი და ჰყავს და მათი ერთობლივი სურათები გამოქვეყნებულია როგორც ფოტოგრაფის ასევე მათი დედის ინსტაგრამზე ნიკით The J3 Sisters.
როგორც ფოტოგრაფი ამბობს, გოგონას ფოტომოდელობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა მას იმდენად დიდი შინაგანი ძალა და ძლიერი ხასიათი აქვს, რომ მასთან მუშაობა საკმაოდ მარტივი იყო. ჯეირის ფოტოებმა უკვე მილიონობით ლაიქი დააგროვა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები