“ეს მხოლოდ დასაწყისია!” – ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც მონაწილებას “ამერიკის ვარსკვლავში” იღებდა პროექტს გამოეთიშა.

მომღერალი ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის. “მეგობრებო,

ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი

ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!

ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცენდენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს ამერიკის ვარსკვლავის ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი რაც მივიღეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გამარჯვება! დიდი მადლობა თქვენ – ჩემს გულშემატკვრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს – საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!!!!

დღეს, ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავდიდე კარიერაში. ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა” ” – წერა ნუცა ბუზალაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები