მაისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“* 1 მაისი > პლუტონის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება
* 7 მაისი > ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოში
* 15 მაისი > მერკურის დირექტიულად მოძრაობის დაწყება
* 16 მაისი > იუპიტერი კუროს ზოდიაქოში
* 20 მაისი > მარსი ლომის ზოდიაქოში
* 21 მაისი > მზე ტყუპის ზოდიაქოში
5 მაისს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება, ხოლო 19 მაისს ახალმთვარეობა დაფიქსირდება. თბილისის დროით ეს მოხდება:
* სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება – 5 მაისს (21:34 საათზე)
* ახალმთვარეობა – 19 მაისს (19:53 საათზე).
დაძაბული დღეები: 5, 6, 17, 20, 24, 27, 28
ჰარმონიული დღეები: 12, 15, 19, 25, 30
მაისი – იქნება იმ რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც აპრილში დაიწყო. ბუნებრივია, აქ სხვა ასტროლოგიურ მოვლენებთან ერთად იგულისხმება დაბნელებების „დერეფანი“, რომელიც 20 აპრილიდან – 5 მაისამდე გრძელდება.
5 მაისის მთვარის დაბნელება მოკლევადიან დინამიკაში გავლენას იძლევა 4-9 მაისის შუალედზე, ხოლო გრძელვადიან დინამიკაზე კი 2022 წლის შემდგომიდან განვითარებულ მოვლენებზე. მთვარის ეს დაბნელება „ფინანსურ ღერძზე“ ხდება (კურო-მორიელი), ამიტომ მაისი მოსალოდნელია გამორჩეული იყოს ეკონომიკური რყევებით და მთელი რიგი ფინანსური პრობლემებით, რამაც არ არის გამორიცხული მსოფლიო და განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები ფინანსურ კრიზისამდე ან თუნდაც ამის ნიშნამდე მიიყვანოს.
მაისის თვე ასევე გამორჩეული იქნება სამი მნიშვნელოვანი მოვლენით – პლუტონის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყებით, იუპიტერის კუროს ნიშანში გადასვლით და ასევე იუპიტერი-პლუტონის კვადრატული ასპექტის პიკით. სწორედ ამიტომ 2023 წლის მაისი შეიძლება ამა წლის ოქტომბერ-ნოემბრამდე არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური „წნევის“ განმსაზღვრელ ერთგვარ „ბარომეტრადაც“ კი მოვიაზროთ.
ეკონომიკური კუთხით ყურადღებას განსაკუთრებით 4-20 მაისის შუალედი იქცევს. ამ პერიოდში იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობა ფინანსური ოპერაციებთან და ბიზნესთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ მაისის პირველ ნახევარში მერკური რეტროგრადულად იმოძრავებს, რაც ბუნებრივია, არასასიკეთოდ იმოქმედებს ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან და ურთიერთობების ჰარმონიულად განვითარებასთან დაკავშირებით.
1 მაისიდანვე პლუტონი რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას და ეს მერწყულის პირველ გრადუსში იქნება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გრადუსია, რადგან ე. წ. „დიდი მუტაციის“ ჰოროსკოპში (2020 წლის 21 დეკემბერს) იუპიტერი სატურნთან სწორედ მერწყულის პირველ გრადუსში არის შეერთებული. ასე რომ, ასტროლოგიური თვალსაზრისით სანამ პლუტონი ამ გრადუსს არ დატოვებს (და ეს 2024 წლის თებერვალში მოხდება), ბევრი გლობალური მოვლენა „ადგილზე ტკეპნას“ დაიწყებს. აქედან გამომდინარე, უახლოესი ცხრა თვის განმავლობაში ბევრი მასშტაბური პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესი დამუხრუჭდება და ტრანსფორმირდება. ბევრი რამ ძირეულად დაინგრევა და ახლიდან აშენდება. მხოლოდ ძირეული გადალაგების შემდეგ მოხდება ახალი მოძრაობის დაწყება და ეს შესაძლებელი მხოლოდ მომდევნო წლის თებერვლიდან გახდება.
ბუნებრივია, მნიშვნელოვანია იუპიტერის კუროს ნიშანში გადასვლა და ეს 16 მაისს მოხდება. დაიწყება თითქმის ერთწლიანი პერიოდი, რომელიც გამორჩეულია იქნება ახალი მატერიალური ფორმების ძიებითა და ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებით. მაისის მეორე ნახევრიდან ბევრ სოციალურ ჯგუფში თუ სისტემაში მოსალოდნელია დაიწყოს ახალი „ფილოსოფიის“ ჩამოყალიბება და ახალი გზების ძიებაც.
თუმცა მაისშივე, იუპიტერი მარსთან და პლუტონთან ერთად შექმნის პლანეტების ნეგატიურ კონფიგურაციას „ტაუ-კვადრატს“, რაც საკმაოდ სახიფათოა და მიანიშნებს, რომ ბევრი დიდი თუ მცირე მასშტაბის პროექტი ცუდი მომზადების და გაუაზრებელი რისკზე წასვლის გამო მოსალოდნელია ჩაიფუშოს ან ჩამოიშალოს (და ეს ისევ და ისევ ფინანსურ-პოლიტიკურ პროცესებს ეხება). არ გამოირიცხება მაისის მეორე ნახევარში პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყნებში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მეტად სახიფათო ფაზაში გადავიდეს ან სულაც პოლიტიკური გადატრიალება მოხდეს.
დადებითად შეიძლება მოვიაზროთ 7 მაისიდან ვენერას კირჩხიბის ნიშანში გადასვლა, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს პირადი ცხოვრების ჰარმონიულად განვითარებაზე, სასიყვარულო ურთიერთობების დასტაბილურებაზე. ამ კუთხით არასტაბილური კავშირები გამოსწორდება და მანამდე კონფლიქტურ ოჯახებში მშვიდობა დაისადგურებს.”-წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები