ერთი 5 წლის იყო, როცა ფოტების გადაღება დაიწყო – პროკურორი

(რეზონანსი) არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის პროკურორის მარიამ გოგორელიანის განცხადებით, იმ მშობლებს, რომლებიც დაკავებულები არიან საქმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

მისივე თქმით, ეს ერთი წრეა და ჩართულ ნათესავებს საკუთარი ახლობლები მიჰყავდათ.

„ერთი ხუთი წლის იყო, რომ დაიწყო ფოტოების გადაღება. ყველა მშობლებმა, რომლებიც დაკავებულები არიან, იცოდნენ ამის შესახებ და ხშირ შემთხევაში თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ უფრო ხშირად გადაეღოთ.

ჩართულ ნათესავებს თავიანთი ახლობლები მოჰყავდათ. ეს ერთი წრეა მაინც. აღნიშნული ფოტოების გადაღება 2017 წლიდან მიმდინარეობდა, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები