“უბრალოდ დავეხმარე ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდებოდა“ – კადრები ზუგდიდიდან

ზუგდიდში, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გადატვირთულ გზაზე დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობას შესრულებისას, შუახნის ქალბატონს ცენტრალურ გზაზე გადასვლაში დაეხმარა, რომელიც ყავარჯნით გადაადგილდებოდა..
„ქალბატონი, რომელიც ყავარჯნებით მარტო გადაადგილდებოდა შევამჩნიე, გადატვირთული იყო მოძრაობა და შემეცოდა, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, უბრალოდ დავეხმარე ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდებოდა“ – განუცხადა „კვირას“ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დავით ჯგუბურიამ.
დაცვის პოლიციელმა, ქალბატონი ტროტუარამდე უსაფრთხოდ მიაცილა და კვლავ სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.
დავით ჯგუბურია სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიაში, დაცვის პოლიციის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები