ეიფელის კოშკზე სექსი აკრძალულია

პარიზში, ეიფელის კოშკის ადმინისტრაცია ტურისტებს მოუწოდებს, ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობაზე სექსით არ დაკავდნენ. „ეიფელის კოშკზე ინტიმური ურთიერთობა, ისევე, როგორც საფრანგეთის სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, წარმოადგენს კანონის დარღვევას. ასე რომ, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, პოლიციაში დავრეკოთ“, – ამბობენ კოშკის წარმომადგენლები. ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი საქციელისთვის ჯერ არავინ გამოუჭერიათ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ეს მომხდარიყო. უბრალოდ, ადმინისტრაციისთვის დარჩა შეუმჩნეველი.

კომენტარები

სხვა სიახლეები