“დაგენაძლევებით, ეს ფოტო ასფალტზე მოსიარულე მოკვდავთათვის მიუწვდომელ კლდის ქიმზე გეგონებათ გადაღებული” (ფოტო)

“თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” თბილისის ახალ ზოოპარკში გადაღებული ფოტო გავრცელდა. ახალი ზოოპარკი ჯერ არ გახსნილა, თუმცა, მთის ქიმზე ამაყად შემომდგარი ჯიხვის ფოტომ სოცქსელში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დაგენაძლევებით, ეს ფოტო სადღაც, ასფალტზე მოსიარულე მოკვდავთათვის მიუწვდომელ კლდის ქიმზე გეგონებათ გადაღებული. არადა, თბილისის ზოოპარკია – ახალი ზოოპარკი (რომელიც ჯერ არ გახსნილა), სადაც, ცოტა ხნის წინ, დასავლეთ კავკასიური ჯიხვების ვოლიერი დავასრულეთ და ჯიხვებიც ჩამოვიყვანეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან ჩამოვაბრძანეთ, ორიც – ჩეხეთიდან იმიტომ, რომ, ისტორიულად, კავკასიონზე გავრცელებული სახეობა საქართველოში, თითქმის, აღარ დარჩა. ჰოდა, რომ დარჩეს, აღდგეს და გამრავლდეს, მაგაზე ვზრუნავთ ზუსტად და, აი, ამ ფრანგ-ჩეხი ჯიხვებით, რომლებიც არც ფრანგები არიან და არც – ჩეხები და ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილია, ვიწყებთ ჯიხვების კონსერვაციის პროექტს, რაც მათ გამრავლებასა და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. ადვილი არაა. ძალიან რთულია. იაფი არაა, ძალიან ძვირია”, – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები