ჯასტინ ბიბერი, ბოტასების გამო, პოლიციამ გააჩერა

ცნობილ 25 წლის მომღერალს, ჯასტინ ბიბერს, პოლიციასთან უცნაური და სახალისო შემთხვევა მოუვიდა. მან თავის „სთორიში“ თაყვანისმცემლებს ამის შესახებ თავად უამბო. ბიბერი ყვება, რომ მასთან პოლიციელი მივიდა და მისი ბოტასების თაობაზე დაინტერესდა. ეს შეიძლება, სულაც არ იყოს გასაკვირი, რადგან მისი ბრენდული ფეხსაცმლის ერთ-ერთი ელემენტი ჰგავს იმ „ბირკას“, რომელიც, უსაფრთხოების მიზნით, მაღაზიებში პროდუქციას უკეთია ხოლმე. ვიდეოს მიხედვით, კანადელ მომღერალს აცვია Nike Air Max 90 Off-White, რომლის ფასიც 600 დოლარამდეა. ამიტომ, პასუხისმგებლიანმა პოლიციელმა ქუჩაში ყურადღება მიაქცია ძვირიან ფეხსაცმელს, რომელსაც „ბირკა“ ჰქონდა. თუმცა, „გუგლის“ დახმარებით გაირკვა, რომ ბიბერს ისინი არ მოუპარავს. პოლიციელმა ამ უცნაური ბოტასების პატრონთან ერთად იცინა და ის სამშვიდობოს გაუშვა. ბიბერმა კი „სთორიში“ ხუმრობით ბოტასების დიზაინერიც „მონიშნა“ და „დაადანაშაულა“ იმის გამო, რომ ვირჯილ აბლომ, თავისი არაორდინალური შემოქმედებით, ლამის, „შარში გახვია“.

კომენტარები

სხვა სიახლეები