პაკისტანში, ტირიონ ლანისტერის ორეული აღმოაჩინეს (ფოტო)

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, “სამეფო კარის თამაშების” მე-8, ფინალური სეზონის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება. მსოფლიოს ყურადღება კი პაკისტანელი მიმტანისკენაა მიმართული. როზი კჰანი სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირს, პიტერ დიკლეიჯის პერსონაჟს – ტირიონ ლანისტერს საოცრად ჰგავს. როგორც კჰანი ამბობს, მას “სამეფო კარის თამაშები” არ უნახავს, თუმცა, სიამოვნებს, როდესაც ფოტოებს უღებენ. „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუ უნდათ, გადამიღონ ფოტოები. უკვე ძალიან პოპულარული გავხდი“, – ჰყვება როზი კჰანი. შეგახსენებთ, ლეგენდარული სერიალის ფინალური სეზონი ეკრანებზე აპრილში გამოვა და, სერიალის ავტორთა თქმით, ეს იქნება ყველაზე ეპიკური და დაძაბული სეზონი სერიალის არსებობის ისტორიაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები