გორან ბრეგოვიჩი 10 აგვისტოს ბათუმში ჩამოვა

საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს ინფორმაციას, რომ უამრავი ცნობილი სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი 10 აგვისტოს ბათუმს ესტუმრება. მისი მუსიკა აერთიანებს ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას. სწორედ ეს, ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებების სინთეზი ტოვებს მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
კონცერტი გაიმართება 10 აგვისტოს ბათუმში, 9 საათზე. ბილეთების ღირებულება 30-დან 50 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები