ბრუნო მარსი “ამერიკული მუსიკის” დაჯილდოებაზე ტრიუმფატორი გახდა

ამერიკელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა პიტერ ჯინ ერნანდესმა, რომელიც ბრუნო მარსის ფსევდონიმითაა ცნობილი, მუსიკალურ დაჯილდოვებაზე „წლის არტისტის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ბრუნო მარსის კონკურენტები, „წლის არტისტის“ ნომინაციაში ჯგუფ „Chainsmokers”-ის წევრები, დრეიკი და კენდრიკ ლამარები, ასევე, ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი ედ შერანი იყვნენ.

„საუკეთსო ახალგაზრდა არტისტის“ ტიტული ნილ ჰონანმა დაიკავა, მომღერალი ლედი გაგა “საუკეთესო შემსრულებელი ქალის“ პოზიციას დასჯერდა, რაც შეეხება მუსიკალურ ჯგუფებს, ლიდერის პოზიცია „Imagine Dragons”-ს ეკუთვნის.

ლუის ფონსიმ და დედი იანკიმ, ნომინაცია „საუკეთესო თანამშრომლობაში“ გაიმარჯვეს. გამარჯვების მიზეზი, მათ მიერ შექმნილი ჰიტი „დესპასიტო“ გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები