ახალი სკანდალი H&M-ის გარშემო – „ჰ&მ-ს მოლარეებად ინგლისურენოვანი პერსონალი ჰყავს“

თბილისში ახლადგახსნილ H&M-ის მაღაზიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კვლავ გრძელდება. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მისი აღშფოთება, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მაღაზიაში მოლარე-ოპერატორები კლიენტებს ინგლისურად ესაუბრებიან.
„ჰ&მ-მა კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას და მოლარეებად ინგლისურენოვანი პერსონალი ჰყავს.
ანუ, თუ ინგლისური არ იცი, ჟესტების ენით უნდა მიახვედრო რა გინდა, ან თარჯიმანთან ერთად იარო, ან ინგლისურის კურსებზე იარო, ან სულ არ უნდა იყიდო.
ვერ ვხვდები, ქალაქის ცენტრში, ქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრში, რატომ უნდა მუშაობდნენ არაქართულენოვანი თანამშრომლები, როდესაც ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი განათლებული, უმუშევარი ახალგაზრდა?! და საბედნიეროდ სახელმწიფო ენა არის ქართული!“,- წერს ერთ-ერთი ვებმომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები