ბრიტანული ჯგუფი Radiohead ლანა დელ რეის პლაგიატში ადანაშაულებს (ვიდეო)

ბრიტანული ჯგუფი Radiohead ლანა დელ რეის პლაგიატში ადანაშაულებს, ამერიკელი მომღერალი კი აცხადებს, რომ სასამართლო გარჩევისთვის მზადაა „საჩივარი – ეს მართალია, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემი სიმღერა Creep-ის შთაგონება არაა, როგორც ამას Radiohead-ი თვლის. მათ უნდათ, რომ პუბლიკაციის 100% მიიღონ, მე ბოლო თვეების 40%-ს ვთავაზობ, მაგრამ მათ ასი უნდათ. საქმეს სასამართლოში გავარჩევთ“- წერს მომღერალი Twitter-ში.

ცოტა ხნით ადრე გამომცემლობა The Sun-მა განაცხადა, რომ ჯგუფმა მომღერალი ლანა დელ რეი პლაგიატში დაადანაშაულა, სიმღერა Get Free-ის ინდენტობისთვის სიმღერა Creep-თან. წყაროს თანახმად, ჯგუფი აპირებს „მიიღოს კომპენსაცია, ან თანაავტორების სიაში საკუთარი თავის შეყვანის შესაძლებლობა, რათა საავტორო თანხა აიღოს“.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=cUQ0aNuhR-s[/youtube]

ბრიტანული ჯგუფის სიმღერა “Creep” 1992 წელს გამოვიდა. თავად Radiohead-ი 1972 წელს დაწერილი სიმღერის “The Air That I Breathe” ნაწილობრივ პლაგიატში დაადანაშაულეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები