ქუთაისის საავადმყოფოში დაშვებული შეცდომის გამო მიცვალებულები აერიათ

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაშვებული შეცდომის გამო, ჭირისუფლებს მიცვალებულები აერიათ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მიცვალებულები დღეს, რამდენიმე საათის წინ გაცვალეს, რომლებსაც დღესვე დაკრძალავენ.
ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ოჯახისთვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოხდა. მეორე გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
,,ხუთი დღე სხვის მიცვალებულს ტიროდა ოჯახი. გამოყვანის დროს შვილს კი შეეპარა ეჭვი, მაგრამ იფიქრა, რომ ავადმყოფობის მერე შეეცვალა სახე მიცალებულს. რას წარმოიდგენდა თუ ეს მოხდებოდა. სახელი და გვარიც მიწერილი ჰქონდა. ეს იყო საავადმყოფოს შეცდომა”, – ამბობს “იმედთან” ოჯახის ახლობელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები