ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა აუქციონზე მასთან პაემანს ყიდის
ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა აუქციონზე მასთან პაემანს ყიდის, რომელიც 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს გაიმართება. კინოფილმ „როკ ნ როლის მოცეკვავის“ მთავარი როლის შემსრულებელი აუქციონიდან შემოსულ თანხებს ქველმოქმედებაზე დახარჯავს.
იდრის ელბა აუქციონის გამარჯვებულს პირდება „რომანტიულ საღამოს კოქტეილით, გემრიელი კერძებით და საინტერესო საუბრით „ნებისმიერ თემაზე“. ვახშამი მსახიობის ერთ-ერთი საყვარელ რესტორანში გაიმართება.
ამ თანხაში ასევე შედის გამარჯვებულის ცხოვრების ხარჯები ოთხვარსკვლავიან სასტუმროში. აუქციონიდან შემოსული თანხა ორგანიზაციას W.E. (Women Everywhere) Can Lead-ს გადაეცემა, რომელიც აფრიკის ქვეყნებში ქალთა მხარდაჭერით არის დაკავებული. ორგანიზაცია აფრიკელ ქალებს და გოგონებს განათლების მიღებაში და დასაქმებაში ეხმარება.