ბრეტ პიტმა გაამხილა ერთი წესი, რომელიც “ერთხელ ჰოლივუდშის” გადაღებისას ყველას უნდა დაეცვა

ჰოლივუდის უდიდესი ვარსკვლავები ერთად ერთ ფილმში – “ერთხელ ჰოლივუდში” გამოჩნდნენ. ფილმს დაანონსებიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კინომოყვარულები ინტერესით ელოდებოდნენ მის გამოსვლას. ერთ-ერთმა მსახიობმა, ბრედ პიტმა გამოცემა “ჰელოუსთან” ინტერვიუში საინტერესო რამ თქვა. მან გაამხილა ერთი ოქროს წესი, რომელიც რეჟისორთან, კვენტინ ტარანტინოსთან მუშაობისას სამსახიობო შემადგენლობის ყველა წევრს უნდა დაეცვა.
“კვენტინთან მუშაობა საკმაოდ ნათელია. ძირითადად, ის გვიყვება ისტორიებს, ჩვენც ვყვებით ისტორიებს, მაგრამ მთავარი წესია – მას არ შევაწყვეტინოთ ისტორიის მოყოლა”, – აღნიშნა ბრედ პიტმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები