ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონის დაბადების დღეზე დააფიქსირეს (ფოტო)

პაპარაცებმა მსახიობი ბრეტ პიტი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ ენისტონის დაბადების დღის წვეულებაზე დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ ექს მეუღლეები კვლავ მეგობრები არიან.
55 წლის ვარსკვლავ ბრედ პიტს ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ასევე საიდუმლო რომანი აქვს მსახიობ შარლიზ ტერონთან. წყვილის რომანზე, ტაბლოიდები იანვრიდან წერენ, თუმცა არც ერთ მსახიობს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი 5 წლის განმავლობაში, 2000-დან 2005 წლამდე, დაქორწინებულები იყვნენ. მათი დაშორების მიზეზი ბრედის მეორე ცოლი, ანჯელინა ჯოლი გახდა. წყვილმა ერთმანეთი ფილმის “მისტერ და მისის” სმიტების გადაღებაზე გაიცნო და მათ მალევე შეხვედრები დაიწყეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები