„ბლექ სი არენაზე“ ჯესი ჯეის კონცერტი გაიმართება

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი, ჯესი ჯეი (Jessie J) 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

ჯესი ჯეის, მსოფლიოს მასშტაბით, 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

ჯესი ჯეი წელს მსოფლიოში მოგზაურობს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს. ამ პროგრამით წარდგება ის „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.

კომენტარები

სხვა სიახლეები