აქვს თუ არა ირინა შეიკსა და კანიე უესტს რომანი

გამოცემა The Sun-ის ცნობით, ამერიკელ რეპერ კანიე უესტსა და რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს რომანი აქვთ.

უესტისა და შეიკის გარემოცვიდან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია. შეიკსა და უესტს არაერთ ერთობლივ პროექტზე უმუშავიათ.

კანიე უესტის 2010 წელს გადაღებულ ვიდეორგოლში სიმღერაზე Power მთავარ როლს სწორედ შეიკი ასრულებდა, მომდევნო წლებში კი არაერთხელ წარუდგენია რეპერის ტანსაცმლის ბრენდის კოლექციები ევროპაში, მოდის კვირეულებზე.

ირინა შეიკი მეუღლეს, მსახიობ ბრედლი კუპერს 2019 წელს დაშორდა. წყვილს ერთი შვილი, 4 წლის ლია დი სეინი ჰყავთ. რაც შეეხება კანიე უესტს, ის ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს რამდენიმე თვის წინ დაშორდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები