“არ მინდა ტრანსგენდერი პედაგოგი შვილის კლასში” – მასტერის ახალი სიმღერა

ქართველმა რეპერმა “მასტერმა” ახალი სიმღერა “ანტი” ჩაწერა და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ინტერნეტში სიმღერას სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანთა ნაწილი თვლის, რომ სიმღერაში გამოყენებულია დისკრიმინაციული ფრაზები, მათ შორის: “არ მინდა ტრანსგენდერი პედაგოგი შვილის კლასში”, “რას გავხარ ან სად გაიზარდე ბიჭო”, “ცირკთან მდგარი ბოზების აქცია – შორიდან ქალია, ახლოდან მამაკაცია”. ზოგიერთმა კი რეპერს სიმღერა და მისი პათოსი მოუწონა. “ყოჩაღ მასტერს! მე ყველას ვურჩევ, რომ მოუსმინოს და გააზიაროს ეს სიმღერით ნათქვამი დროული სიმართლე!!! ” “აი რატომ არ გიწვევენ წამყვან გადაცემებში, ძმაო ჩემო. ეს მანერა სუპერ”,- უწერენ კომენტარებში რეპერს გულშემატკივრები.

წყარო : frontnews.eu

კომენტარები

სხვა სიახლეები