“მეფეს” “დედოფალი” სასამართლოში უჩივის

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავება. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, სამეფო ოჯახის დაპირისპირებას საქალაქო სასამართლო განიხილავს.
საქმის სირთულიდან გამომდინარე, მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.
სამეფო ოჯახის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელს ისტორიის გამყალბებლად მოიხსენიებს, კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და საქართველოს სამეფოს სახელით ჩატარებულ შეხვედრებში ამხელს. ოჯახი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვას და ზიანის ასანაზღაურებლად, სიმბოლურად ერთ ლარს ითხოვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები