არეტა ფრანკლინის სამი ანდერძი იპოვეს

Apnews-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეგენდარული მომღერლის, არეტა ფრანკლინის გარდაცვალების შემდგომ დეტროიტში სამი ანდერძი იპოვეს.

მომღერლის ადვოკატის, დევიდ ბენეტის განცხადებით, ერთი ანდერძი 2014 წელს, შემდეგი ორი კი 2018 წელს არის შედგენილი. ფრანკლინმა მთელი ქონება შვილებს დაუტოვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო 12 ივნისსაა ჩანიშნული.

არეტა ფრანკლინი 31 აგვისტოს დეტროიტში დაკრძალეს. ის 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები