ანჯელინა ჯოლის გარდასახვა ახალ ფილმში – კადრები გადასაღები მოედნიდან (ფოტოკოლაჟი)

ფენტეზი „Come Away -ის“ გადასაღებ მოედანზე მყოფი ანჯელინა ჯოლის ფოტოები პირველად გავრცელდა.
მისი რთული განქორწინების პროცესის მიუხედავად, ენჯი სამუშაოს დაუბრუნდა და მონაწილეობას იღებს ჰოლივუდში მიმდინარე გადაღებებში.
ანჯელინა გვერდს უმშვენებს მსახიობ დევიდ ოიელოვოს სათავგადასავლო ფილმში, რომელიც „ელისს საოცრებათა სამყაროში“ და პიტერ პენის თავგადასავლებს აერთიანებს.
ანჯელინას იმ დროის შესაბამისად აცვია, რომელშიც სათავგადასავლო დრამის სიუჟეტი ვითარდება. სიუჟეტის მიხედვით, ელისი, სანამ საოცრებათა სამყაროში მოხვდებოდა, და პიტერ პენი და-ძმანი არიან, მათ იდილიური ბავშვობა აქვთ და მშობლებთან – ჯეკსა და როუზთან ერთად ცხოვრობენ. სწორედ მათი მშობლების როლებს ასრულებენ ჯოლი და ოიელოვო. ასევე პიტერს და ელისს უფროსი ძმა დევიდი ჰყავთ. ფილმის სიუჟეტი მოულოდნელობებით არის სავსე და ორივე ლეგენდარული ნაწარმოების შეზავებას და, პრინციპში, გადატრიალებასაც კი ისახავს მიზნად.
ფილმის გადაღება აგვისტოში დაიწყო. პატარა გმირებს, დამწყები მსახიობები კირა ჩანსა და ჯორდან ნეში ასრულებენ. ორივე მათგანი ფერადკანიანია. 10 წლის ჯორდანი „ბრიტანეთის ნიჭიერი“-ს მონაწილეა, მან უკვე მოასწრო ჯუდ ლოუსთან 2013 წელს ერთ-ერთ ფილმში მონაწილეობის მიღება. ფილმის რეჟისორი ბრენდა ჩეპმენია.

კომენტარები

სხვა სიახლეები