“გირჩი” “ჭუჭუს წელვის” აკრძალვას ითხოვს

 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე ჭუჭუს გაწელვის აკრძალვას ითხოვს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, აღნიშნული ქმედება დაშვებული უნდა იყოს სახლში, ისიც მოზარდების არყოფნის დროს.
“დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია.
ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ, კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი.
საპატრიარქო ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია.
საქართველოს პარლამენტი – გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არყოფნის პირობებში”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები