ამერიკელ რეპერსა და პროდიუსერს 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (ფოტო)

ცნობილი ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი, შუგ ნაითი მკვლელობისთვის, ციხეში 28 წელს გაატარებს.
2015 წლის იანვარში რეპერმა მანქანით ორი ადამიანი გაიტანა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპული ნაითის მეგობარი და ხმის ჩამწერი სტუდიის Heavyweight Records-ის დამფუძნებელი, ტერი კარტერი იყო. თვითმხილველების განცხადებით, ნაითი მეგობრებს კამათის შემდეგ გამიზნულად დაეჯახა. თავად რეპერი აცხადებდა, რომ არ უნდოდა ამის გაკეთება და მხოლოდ გაქცევას ცდილობდა, რადგან შიშობდა, რომ ჩაცხრილავდნენ.
28-წლიან პატიმრობას კიდევ სამი წლით შეამცირებენ, რადგან სწორედ ამდენი წელია ის უკვე პატიმრობაში იმყოფება. თავად 53 წლის მუსიკოსი მზად არის არ გაასაჩივროს მკვლელობის ბრალდება, რომელიც, მისი მტკიცებით, აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა.
შუგ ნაითი ლეგენდარული Death Row Records-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორია. ამ სტუდიასთან თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი რეპერები, როგორებიც არიან – 2Pac, Dr. Dre და Snoop Dogg.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები