ალბათობა, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს პრეზიდენტი უფრო მაღალია

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიიჩნევს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დღე, ქალი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის წარმატებული იქნება.
როგორც ცაგარელმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნა, თუკი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი თევზის ან მორიელის ზოდიაქოს ნიშნის მატარებელია, მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ალბათობა მაღალია.
“28 ოქტომბრის დღე ხელს უწყობს მანდილოსნების მეტად წარმატებას. აქედან გამომდინარე, რადგან სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მიდის ბრძოლა, რიცხვი 28 ხელს უწყობს უფრო მანდილოსნების წარმატებას. ალბათობა, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს პრეზიდენტი უფრო მაღალია. თევზებს მეტი პრივილეგია ექნებათ. მორიელი და თევზი არის მთავარი ფავორიტი. თუ პრეზინდეტობის კანდიდატი არის მორიელის ან თევზი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, ეს დღე კიდევ უფრო ხელს უწყობს მათ გამარჯვებებს”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ცაგარელმა.
ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ტარდება.

წტარო:primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები