The Cranberries-ის სოლისტის, დოლორეს ო’რიორდანის სიკვდილის მიზეზი გაირკვა

ლეგენდარული ჯგუფის, The Cranberries-ის სოლისტის, დოლორეს ო’რიორდანის სიკვდილის მიზეზი დადგინდა. როგორც „Sky News“-ი იუწყება, პოლიციის გამოძიებამ გამოავლინა, რომ ირლანდიელი მომღერალი უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა – ალკოჰოლური თრობის შედეგად, ის აბაზანაში დაიხრჩო.
ო’რიორდანი მოულოდნელად, 2018 წლის 15 იანვარს, ლონდონის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ის 46 წლის იყო. მეგობრების განცხადებით, ო’რიორდანი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და სუიციდის მცდელობებიც არაერთხელ ჰქონია. იხსენებენ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები