PASSENGERS (2016) ფანტასტიკის ჟანრის რომანტიული ფილმი

ახალი ფანტასტიკის ჟანრის რომანტიული ფილმი PASSENGERS ჯენიფერ ლოურენსის და კრის პატის მონაწილეობით წინასაახალწლო პერიოდში გამოვა ეკრანებზე. სკაი-ფაი ფილმის სცენარი რომანტიული ელემენტებითაა დატვირთული: კოსმოსური ხომალდი ავალონი 5,259 მგზავრს პლანეტა-კოლონია “Homestead II”-სკენ მიაშურებს, დედამიწიდან დანიშნულების ადგილამდე მგზავრობისთვის 120 წელია საჭირო. ერთერთი მგზავრი ჯიმ პიტერსონი ხელოვნური კომიდან 90 წლით ადრე გამოფხიზლდება, ცარიელ ხომალდზე მისტიურ ვითარებაში მყოფი პიტერსონი აღმოაჩენს, რომ ასევე ნაადრევად გამოაფხიზლდა აურორა ლეინი, ჟურნალისტი ნიუ იორკიდან, რომლის დოსიეც ამბობს, რომ მას კოსმოსური მგზავრობა იტაცებს. წყვილის ურთიერთობა საინტერესოდ ვითარდება, თუმცა კი იყო მათი გამოღვიძება პროგრამული შეცდომა?

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=7BWWWQzTpNU[/youtube]

PASSENGERS
ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა, რომანტიკული
რეჟისორი: მორტენ ტილდუმი
როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, კრის პრატი,
მაიკლ შინი, ენდი გარსია
სცენარი: ჯონ სპეიტსი
პრემიერა საქართველოში29 დეკემბრიდან 

კომენტარები

სხვა სიახლეები