BuzzFeed-მა გეოგრაფიულ “ქვიზში” საქართველოს ნახევარი რუსეთს მიაკუთვნა

ამერიკულმა გამოცემა BuzzFeed-მა გეოგრაფიულ ქვიზში საქართველოს ტერიტორიების ნახევარი რუსეთის ტერიტორიას მიაკუთვნა. ამერიკელების 25%-ზე ნაკლებს შეუძლია 12/50 ევროპული ქვეყნის რუკაზე პოვნა – შეძლებ შენ? “, – ასე ჰქვია ქვიზს, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა. ქვიზში სხვადასხვა ქვეყანა ფერებით არის აღნიშნული და მასზე კონკრეტული ქვეყნები უნდა იპოვოთ. რამდენიმე ასეთი შეკითხვის ფოტოზე საქართველოს რუკა არასწორად არის მოცემული და ტერიტორიების, თითქმის, ნახევარი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობადაა მოცემული.
​გამოცემის აღნიშნულ ქვიზს სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებლებში პროტესტი მოჰყვა და “ფეისბუქგვერდზე” გამოცემას მოუწოდებენ გაასწოროს შეცდომა. “ეს არ არის საქართველოს რუკა”, “საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, “ეს არ არის საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, გამოასწორეთ შეცდომა”, – წერენ ქართველი მომხმარებლები BuzzFeed-ის “ფეისბუქგვერდის” კომენტარებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები