ციკლონის დროს, ქალმა ხეზე იმშობიარა (ფოტო)

მოზამბიკელმა ქალმა, ციკლონ იდაისგან გაქცევის დროს, მანგოს ხეზე იმშობიარა. მარტოხელა დედა, ამელია, ხეზე 2 წლის შვილთან ერთად იყო. ახალშობილ გოგონას სარა დაარქვეს. „სახლში ვიყავი ჩემს 2 წლის შვილთან ერთად, როდესაც, უეცრად, წყალი სახლში შემოვარდა“, – ჰყვება მოზამბიკელი ქალი. დედა, შვილებთან ერთად, მეზობლებმა ორი დღის შემდეგ გადაარჩინეს. ბოლო ინფორმაციით, მოზამბიკში ციკლონ იდაის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

სხვა სიახლეები