„პირველად ვინანე, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ “გაცნობილი” ადამიანის მეგობარი არ ვიყავი“ – ნიკა რაჭველი ანა მამულაშვილზე

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი რამდენიმე დღის წინ მძიმე სენით გარდაიცვალა, აღნიშნულის შესახებ ნიკა რაჭველი სოცლიალურ ქსელში წერს:

“აეროპორტში ვარ. FB-ის კედელს ვსქროლავ. წავაწყდი მეგობრის სტატუსს, რომელიც მეგობარს ეთხოვება, როგორც მივხვდი მძიმე სენით გარდაცვლილს. მერე რატომღაც დამაინტერესა ვინ იყო მწუხარების მიზეზი და მის სოციალურ გვერდზე გადავედი. აღმოჩნდა ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონა ანა მამულაშვილი, ჟურნალისტი. როგორც ჩანს რამდენიმე წელი მელანომას ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაამარცხა… თუმცა კითხვაზე ასეთ შემთხვევებში სად არის ზღვარი გამარჯვებასა და დამარცხებას შორის, პასუხი ჯერაც არ მაქვს… სიკვდილთან პირისპირ დაახლოვებამ მას სიცოცხლისადმი და ადამიანებისადმი ისეთი ღრმა დამოკიდებულება ჩამოუყალიბა (რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ ბუნებით ყოველთვის კეთილი და კარგი ადამიანი იქნებოდა ავადმყოფობის მიუხედავად), რომ სოციალურ გვერდზე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მის მიერ გამოქვეყნებული ყველა მისი ნააზრევი, მონაყოლი, ნაფიქრი მომინდა რომ ყველა ჩემიანმა წაიკითხოს და გულთან ახლოს მიიტანოს.

ადამიანთა მიმართ მისი გულწრფელი რჩევები უფრო ღვთიური და ჰუმანური მგონია, ვიდრე ეკლესიური ქადაგებები, თან დახვეწილი იუმორით და სილაღით სავსე, ღრმა, პირადული და ამავედროს ყველასათვის გასაგები, ჩამაფიქრებელი…

აი, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ “გაცნობილი” ადამიანის მეგობარი არ ვიყავი, თუმცა აქვე შვებაც ვიგრძენი, რადგან ახლა ძალიან გამიჭირდებოდა”

კომენტარები

სხვა სიახლეები