ვინ არის თამთა გოდუაძის ყოფილი ქმარი, რომელსაც მომღერალი 16 წლის ასაკში ცოლად გაყვა (ფოტო)

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, მრავალი წელია საბერძნეთში მოღვაჭეობს და უდიდესი პოპულარობითაც სარგებლობს. გოდუაძე ვარსკვლავია, როგორც საბერძნეთში, ასევე საქართველოშიც.

თამთა საბერძნეთში მრავალი წლის წინ წავიდა. მას თან დედა და მცირეწლოვანი შვილი ახლდნენ.

„ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად – ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – აცხადებს თამთა დედაზე ერთ-ერთ ინტერვიუში.

თამთას ჰყავს 24 წლის ქალიშვილი, ანა. ხოლო მისი ყოფილი მეუღლე, რომელსაც 16 წლის ასაკში გაყვა ცოლად, არის ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის მათ ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ და მხოლოდ შვილი აკავშირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები