ედუარდ შევარდნაძის მთავრობის კანცელარიის მდივანი პეტრე მამრაძე ფეისბუქზე დარეგისტრირდა. მამრაძემ სოციალურ ქსელში პირველი სტატუსი გამოაქვეყნა:
“ძვირფასო მეგობრებო! დღეს პირველად დავდე წერილი ფესბუკზე. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემეხმიანა. ჯერ კარგად არც ვიცი, რას და როგორ დავაჭირო – ფეისბუკთან საქმე არ მქონია. მაპატიეთ, რომ ყველას ცალცალკე ვერ გპასუხობთ – ინტენსიურად ვმუშაობ. პატივისცემით, პეტრე მამრაძე”, – წერს მამრაძე.