ლაშა ტალახაძე გამარჯვებას აფხაზეთის ომის გმირებს უძღვნის

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სოხუმის დაცემის 26 წლისთავს ეხმიანება და დღევანდელ მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონობას ომის გმირებს უძღვნის.
“მინდა დღევანდელი ჩემი გამარჯვება მივულოცო სრულიად საქართველოს და ყველა იმ გმირს, ვინც თავი შესწირა საქართველოს მთლიანობას, მინდა მალე გაბრწყინებული, გამთლიანებული გვენახოს ჩვენი საქართველო, დიდება ჩვენს გმირებს”, – აცხადებს ლაშა ტალახაძე.
ლაშა ტალახაძემ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე +109 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები