“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს მაღაზიის გამყიდველმა მომსახურებაზე უარი უთხრა – ამის შესახებ ინფორმაციას, ვიდეომასალასთან ერთად, სოციალურ ქსელში თავად ბერძენიშვილი აქვეყნებს.
“ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში გამყიდველმა თუ მეპატრონემ ლოკოკინებთან საბრძოლველი ქიმიკატი არ მომყიდა – თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო. მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. “ქოცებო”, – წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.